LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაცაცო თოხაძე: „მეორე ოჯახის დანგრევამ ჩემში საკუთარი თავი დამინგრია. ახლა უკვე, თითქმის 20 წელიწადია, მშვიდად, წყნარად, დალაგებულად, მესამე ოჯახი მაქვს…“

701
4e5c7d8c-7a40-4515-a7a5-607e4b7e90cf

ცნობილი ჰიტის, „ჩემი საკუთარი ბედნიერება“ ავტორი, მომღერალი მაცაცო თოხაძე ჟურნალ „თბილისელებს“ (25 აგვისტოს ნომერი) უმხელს, რატომ იყო მისთვის დიდი გამოცდა ორი ოჯახის დანგრევა:

„საერთოდ, მგონია, რომ დედობისთვის, ცოლობისთვის და სხვებზე ზრუნვისთვის ვარ გაჩენილი. ოჯახური ცხოვრება ძალიან პატარა ასაკში დავიწყე, 17 წლის გავთხოვდი. დიდი, მაგრამ ბავშვური, როგორც აღმოჩნდა, სიყვარულით. ხუთწლიანი თანაცხოვრების შემდეგ პირველი ოჯახის დანგრევამ ცოტა დაბნეული და შეშინებული დამტოვა. მეორე ოჯახიც იმ იმედით შევქმენი, რომ მთელი ჩემი ცხოვრება ქმარსა და შვილებზე მეზრუნა. სამწუხაროდ, იქაც არ გამოვიდა. მეორე ოჯახის დანგრევამ ჩემში საკუთარი თავი დამინგრია. ახლა უკვე, თითქმის 20 წელიწადია, მშვიდად, წყნარად, დალაგებულად, მესამე ოჯახი მაქვს. მზრუნველი და მოსიყვარულე მეუღლე, საიმედო და საყრდენი ადამიანი. თუმცა ვერ მოვითმენ, რომ არ ვთქვა, რომ ეს დიდწილად ჩემი მოთმინების, რბილი, უკონფლიქტო ხასიათის, ჩემი მზრუნველობისა და ოჯახის სიყვარულის დამსახურებაა. ალბათ, რომელიღაც ნათლიამ სხვების კომფორტზე ზრუნვა დამანათლა (იცინის)“.

მაცაცო თოხაძემ ბედნიერება დიასახლისობაში იპოვა – „მუსიკის მუზამ დამტოვა… ახლა იმ ქალთა კატეგორიას მივეკუთვნები, ვისზეც მთლიანად ქმრები ზრუნავენ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g