LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაჩალიკაშვილების ოჯახში სპეცოპერაციისას 22 575 ლარი ამოიღეს – ოჯახი თანხის დაბრუნებას ითხოვს

8d20793c9524220702360040c923d064_Generic

თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან იმ თანხის დაბრუნებას მოითხოვს, რომელიც სპეცოპერაციის ღამეს მათი სახლის ჩხრეკისას ამოიღეს. საუბარია 22 575 ლარზე.

ამის შესახებ მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა განაცხადა.

მისი განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუკი, ოჯახს თანხა არ დაუბრუნდება, მაჩალიკაშვილები სუს-ის წინააღმდეგ საჩივარს სასამართლოში შეიტანენ.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არაერთხელ მივმართე, რომ ეს თანხა დაებრუნებინათ, რადგან ეს სხვისი საკუთრებაა. ამას გარდა, დასრულებულია ყველა საგამოძიებო მოქმედება, სასამართლოს განაჩენიც არსებობს, ფულის წარმომავლობაც დადასტურებულია, შესაბამისად, ეს თანხა უნდა დაბრუნდეს. დღეს, კიდევ ერთხელ მივმართავ განცხადებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და თბილისის პროკურატურას, თუკი, თანხა არ დაბრუნდება, ამის შემდეგ უკვე საჩივარს სასამართლოში შევიტან,“ – აცხადებს კუბლაშვილი „ინტერპრესნიუსთან“.

ადვოკატის განმარტებითვე, გამქრალია 1 000 ლარი და ოქმში 23 575 ლარის ნაცვლად, წერია 22 575 000 ლარი.

„როცა თემირლან მაჩალიკაშვილის დაჭრის ღამეს სახლის ჩხრეკა მოხდა, ოჯახიდან ის თანხა ამოიღეს, რომელიც გერმანიიდან თემირლანის დის, ნათიას გამოგზავნილი იყო. ეს როგორც მიმოწერებით დასტურდება, ასევე თანხის ახმეტასა და ისნის ტერიტორიაზე გადახურდავებით. ფული გერმანიიდან თემირლანის დამ, ნატა მაჩალიკაშვილმა ჩამოიტანა, რომ ბინა ეყიდათ ოღონდ არა თემირლანისთვის, არამედ, თავისთვის. კურსის მოგების გამო, ყოველკვირა ახურდავებდნენ და100-200 ლარს იგებდნენ.

ეს თანხა დღემდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშია. ფაქტია, რომ საქმე თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების გამო უნდა დასრულებულიყო და დაბრუნებულიყო ყველა ის ნივთი, რომელიც საქმიდან ამოიღეს,“ – აცხადებს კუბლაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g