LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაჩალიკაშვილის საქმე – დროებითი კომისიის შექმნის მოთხოვნით პარლამენტში განცხადება და პეტიცია შევა

a3193da9f744508278b55342b9cabd86_XL

თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით დღეს პარლამენტში განცხადება და პეტიცია შევა. დღესვე, EMC-ს ორგანიზებით, მაჩალიკაშვილების ოჯახი და ზაზა სარალიძე დახურულ ფორმატში ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებს შეხვდებიან.

ისინი სამოქალაქო სექტორს თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ხარვეზებს გააცნობენ და მიმდინარე საქმეში საჯარო დახმარებასა და მხარდაჭერას ითხოვენ.

„ჩვენ გავმართავთ შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციებთან მოწვეულები არიან ყველა ძირითადი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ადამიანის უფლებებზე მუშაობს. გავუზიარებთ საქმის მდგომარეობას, რა ხარვეზებია ამ დრომდე გამოძიებაში, მათ ვთხოვთ მხარდაჭერას, რომელიც ამ საქმისთვის არის მნიშვნელოვანი, მათ შორის საგამოძიებო კომისიის შექმნის კუთხით,“-ამბობს “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი თამთა მიქელაძე.

magti 5g