LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაჭარაშვილი: ასე ძალიან თუ უნდოდათ სააკაშვილი, საქართველოში რას შემოაპარეს, უკრაინაში ხომ ჰყავდათ და იქ გამოეყენებინათ მისი რესურსი

146
BeFunky-collage (1)

ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილება ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებს არა მხოლოდ პირდაპირ აზიანებს, არამედ პირდაპირი მტკიცებულებაა იმის, რა მიზნითაც შემოაპარეს სააკაშვილი საქართველოში, იმ მიზნით უნდათ, ციხიდან გაუშვან, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„არაერთხელ მოვუწოდეთ ოფიციალურ თბილისს, შეწყვიტოს ეს დაცინვა“ – ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს ელჩს 48 საათს აძლევს ქვეყნის დასატოვებლად თბილისთან კონსულტაციისთვის

უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილება დიპლომატიური ურთიერთობების გამწვავების უკიდურესი ფორმაა – საგარეო უწყება

„სააკაშვილმა თავად აღიარა და თქვა, რომ უკრაინიდან თავისი ნებით არ შემოიპარა და მოატყუეს. შემდეგ უკრაინის ხელისუფლებამ თქვა, რომ იცოდა, თუ როგორ აპირებდა სააკაშვილი საქართველოში შემოსვლას.

თუ ასე ძალიან უნდოდათ სააკაშვილი, საქართველოში რას შემოაპარეს, უკრაინაში ხომ ჰყავდათ და იქ გამოეყენებინათ მისი რესურსი.

სამწუხაროდ, დღესაც იმას აღიარებენ, რომ თურმე საქართველოში ხელისუფლება შესაცვლელია და ამიტომაც უნდათ სააკაშვილის გამოშვება ციხიდან. ბუნებრივია, ამას ჩვენ არ დავუშვებთ“, – განუცხადა მაჭარაშვილმა „პირველ არხს“.

„პრეზიდენტმა ზელენსკიმ გამოაჩინა ადამიანურობის ეტალონი და გაგანია ომის და ნატოს სამიტისთვის მზადების დროს მოიცალა ჩემთვის“ – სააკაშვილი

„მე მგონი პირდაპირი მნიშვნელობით ხელისუფლების განზრახვა ისაა, რომ მიხეილ სააკაშვილი გარდაიცვალოს პატიმრობაში“ – არახამია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g