„ეს ჩინური კომპანია რუსეთს აწყობსო – შე დალოცვილო, თუ პოლიტიკა არ იცი გავიგე, მაგრამ ეკონომიკა მაინც არ უნდა იცოდე? როგორ შეიძლება რუსეთს აქ ჩინური კომპანია აწყობდეს, როდესაც პირდაპირი კონკურენტია?,“ – ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ წევრი, უმრავლესობის დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ოპოზიციონერების განცხადებებს.
„ჩვენ ვნახეთ, რომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, პრაქტიკულად გადაწყვეტილია ის საკითხი, რომ საქართველო უკვე შუა დერეფნის მთავარი როლის შემსრულებელი გახდა, რაც ჩვენთვის არის არამხოლოდ ეკონომიკური თვალსაზრისით სარგებლიანი, ასევე პოლიტიკური წონის გაზრდით თვალსაზრისით. ეს, რა თქმა უნდა, არ მოსწონს ზოგიერთ ქვეყანას და აქაურ რადიკალურ ოპოზიციას. მათი ნარატივი ნახეთ უცოდინარობასთან ერთად. ეს ჩინური კომპანია რუსეთს აწყობსო. შე დალოცვილო, თუ პოლიტიკა არ იცი გავიგე, მაგრამ ეკონომიკა მაინც არ უნდა იცოდე?
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის გამარჯვებული კერძო ინვესტორი უახლოეს დღეებში გამოცხადდება
„ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოში“ საბოლოო წინადადება ჩინურმა კონსორციუმმა China Communications Construction Company Limited (China) & China Harbour Investment Pte. Ltd (Singapore) წარადგინა.
როგორ შეიძლება რუსეთს აქ ჩინური კომპანია აწყობდეს, როდესაც პირდაპირი კონკურენტია, რომ რუსეთის გზა აღარ იქნება და მისი კონკურენცია იქნება იქნება მინიმუმ ნახევრით შემოკლებული გზა და ხარჯები. როგორ შეიძლება, ეს რუსეთის ფედერაციას აწყობდეს? ეს პირველ რიგში, აწყობს საქართველოს. აქ მთავარი ის კი არ არის, რომ უცოდინრები და მავნებლები არიან, მთავარი ის არის, რომ სიტყვა – საქართველოს არ ახსენებენ. „აწყობს ამერიკას“, „აწყობს სხვა ქვეყანას“, საქართველოს რა აწყობს და რა არა ეს არ აინტერესებთ.
ეს ის პროექტია, რომელიც უკვე ხორციელდება და ვნახეთ, რომ იქ მონაწილეობდა ჩინეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, და ევროკავშირი. რა თქმა უნდა, ევროკავშირის პირდაპირი ინტერესია, რომ ჩინური პროდუქცია ექსპორტზე ნახევარჯერ უფრო შემცირებული, მინიმუმ ხარჯებით და დროში წავიდეს. ეს არის ინტერესი და ამ ღია ეკონომიკას ვერავინ ვერაფერს დაუპირისპირებს”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
შეგახსენებთ, ეკონომიკის მინისტრმა გუშინ განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობაზე საბოლოო წინადადება ჩინურმა კონსორციუმმა წარადგინა, რომელიც გამარჯვებულად უახლოეს დღეებში ოფიციალურად გამოცხადდება.