LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გარდამოვიდა

367
ცეცხლის გარდამოსვლა

მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი თბილისის დროით 15:13 საათზე გარდამოვიდა.

უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა თეოფილე III-მ გამოიტანა.

წმინდა ცეცხლის გარდამოსვლამდე იერუსალიმში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მიიღეს. ეკლესიის ტერიტორიაზე პოლიციის ასობით თანამშრომელი არის განლაგებული, რომელთა მთავარი ამოცანა უსაფრთხოების დაცვაა.

ცნობისთვის, წელს წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა განსაკუთრებულ ვითარებაში იმართება, ირანთან ომის გამო დაწესებული შეზღუდვები ახლახან გამოცხადებული ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ მოიხსნა, რამაც მისი სრული მასშტაბით ჩატარება გახადა შესაძლებელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g