სან-ფრანცისკოს მადამ ტიუსოს მუზეუმში პიტერ დიკლეიჯის ცვილის ფიგურა გამოჩნდა. მსახიობი, რომელმაც პოპულარობა სერიალ „სამეფო კარის თამაშებში“ ტირიონ ლანისტერის როლის შესრულებით მოიპოვა, საკუთარი ორეულის გახსნას პირადად დაესწრო.
პიტერმა აღიარა, რომ ცვილის ფიგურა მისთვის დიდი პატივია. „ვერ ვიჯერებდი, რომ ეს ნამდვილად ხდებოდა, -აღიარა მსახიობმა. – მაგრამ ახლა მჯერა. არავისთვის მითქვამს, მეუღლის გარდა, რადგან ალბათ ყველას დავპატიჟებდი სან-ფრანცისკოში და ბედნიერებისგან გავგიჟდებოდი“.
დიკლეიჯის ფიგურის შექმნაში 350 000 დოლარი დაიხარჯა. მსახიობმა თავადაც შეიტანა წვლილი საკუთარი ექსპონატის შექმნაში და მხატვრებს თავისი შავი სმოკინგი აჩუქა.