კიმ კარდაშიანის უმცროსი და, 19 წლის კაილი ჯენერი მადამ ტიუსოს მუზეუმში ცნობილი დების გვერდით გამოჩნდება. ამ დღეებში, მოდელი უკვე შეხვდა მუზეუმის თანამშრომლებს, რომლებმაც მისი ყველა ის მონაცემი აიღეს, რაც ზუსტი ორეულის შექმნისთვის დასჭირდებათ.
კაილის ცვილის ფიგურის შექმნაში დაახლოებით ნახევარი წელი არის საჭირო. საშუალოდ, თითოეული ფიგურის ღირებულება კი 300 ათასი დოლარია.