LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადეირაზე რონალდოს სასტუმრო გაიხსნა

114

კრიშტიანუ რონალდომ და Pestana Group-ის ქსელმა კუნძულ მადეირაზე, ქალაქ ფუნშალში სასტუმრო CR7 გახსნა.

აღსანიშნავია, რომ სასტუმროს დერეფნების და 49 ნომრის იატაკი ხელოვნური ბალახითაა დაფარული. ღამის გატარება Pestana CR7-ში 180 ევრო ღირს, ლუქსის ქირაობა კი, 565 ევრო დაგიჯდებათ. ქსელის მეორე სასტუმრო ლისაბონში გაიხსნება სექტემბრის თვეში, მერე კი, ცნობილი ფეხბურთელი მადრიდსა და ნიუ-იორკში გადაინაცვლებს.     

Pestano Group-ის დამაარსებლის და გენერალური დირექტორის დიონისიო პეშტატოს განცხადებით, ამ ქსელის სასტუმროების აშენების იდეა თავად რონალდოს ეკუთვნის. ქალაქების არჩევანი კი, შემთხვევითი არაა, რადგან თითოეულ მათგანს გარკვეული კავშირი აქვს ფეხბურთელის კარიერასთან.

წელს რონალდოს 31 წელი შეუსრულდა, ამიტომ სერიოზულად დაიწყო ფიქრი, თუ რას გააკეთებს საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ.

13621856_1240031639370577_2055656043_o

13689839_1240032166037191_1693327352_n

13714342_1240031629370578_248475485_n

13735445_1240031632703911_593983045_n

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g