LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მადლიერი ვეთხოვები 2025 წელს და სიხარულით ვეგებები 2026 წელს! მეტი ახალი სიმღერა, მეტი კლიპი, მეტი ემოცია და მეტი შთაგონება მოდის…“ – ნინი შერმადინმა 2025 წელი შეაჯამა, რა გეგმები აქვს მომღერალს 2026 წელს

186
ნინი შერმადინი

„მადლობა 2025-ს, ეს წელი ჩემთვის იყო განსაკუთრებული“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ამერიკაში მცხოვრები ქართველი მომღერალი, ნინი შერმადინი წერს და გასულ წელს აჯამებს.

მომღერალი ამბობს, რომ 2026 წელს უფრო მეტს ელის საკუთარი თავისგანაც და სამყაროსგანაც:

„მადლობა 2025-ს ✨ეს წელი ჩემთვის იყო განსაკუთრებული. 25 წელი სცენაზე — და 2025 გახდა ის წერტილი, სადაც წარსული გამოცდილება, აწმყოს ემოცია და მომავლის ხედვა ერთ სივრცეში შეიკრა. მადლობა ჩემს მსმენელს — თქვენი ტაში, სიყვარული და ენერგია მაძლევს ძალას ვიყო უკეთესი ყოველ ჯერზე.

მადლობა ჩემს სტუდენტებს — თქვენ ჩემი ყველაზე დიდი შთაგონება ხართ. მადლობა ყველა ადამიანს, ვინც ჩემს გზაზე იყო წელს — ორგანიზატორებს, მეგობრებს, კოლეგებს, დიასპორას მთელ მსოფლიოში. 2025 წელს მე არა მხოლოდ ვიმღერე — ვასწავლე, შევქმენი, შთავაგონე და გავიზიარე.

ჩემი სტუდია გაიზარდა და უკვე სამ შტატშია წარმოდგენილი, ხოლო ჩემი სტუდენტები წარმატებით მონაწილეობენ კონკურსებსა და პროექტებში — ეს ჩემი ყველაზე დიდი სიამაყეა 🤍

2026 წელს კი უფრო მეტს ველი — საკუთარი თავისგანაც და სამყაროსგანაც. მეტი ახალი სიმღერა, მეტი კლიპი, მეტი ემოცია და მეტი შთაგონება მოდის…

გმადლობთ, რომ ჩემს გვერდით ხართ. მადლიერი ვეთხოვები 2025 წელს და სიხარულით ვეგებები 2026 წელს! ❤️🎉

გილოცავთ დამდეგს მეგობრებო, სიხარულის, სიყვარულის, ბედნიერების, ჯანმრთელობის, ხვავის, ბარაქის,წარმატების და სურვილების ახდენის წელი ყოფილიყოს ყველასთვის! ❤️“, – წერს ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში.

✨ მადლობა 2025-ს ✨ ეს წელი ჩემთვის იყო განსაკუთრებული. 25 წელი სცენაზე — და 2025 გახდა ის წერტილი, სადაც წარსული…

Posted by Nini Shermadini on ოთხშაბათი, 31 დეკემბერი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g