LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მადლობა ბედნიერებისთვის, თავგანწირული ბრძოლისთვის, ღირსებისთვის…წინ კიდევ ბევრი გამარჯვებაა“ – მთავრობის წარმომადგენლები

128
2024-07-01_01-47-14_023255

საქართველოს ეროვნული ნაკრების დღევანდელ თავდადებულ ბრძოლას არა ერთი თანამდებობის პირი გამოეხმაურა და ფეხბურთელებს მადლობა გადაუხადა.

საქართველო-ესპანეთის ეროვნული ნაკრებების თამაშს თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„ევრო 2024-ის მერვედფინალში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ არის ღირსეული მეტოქე, რომელიც თამაშობს მაღალი დონის ფეხბურთს.

მადლობა ბიჭებს იმ სიხარულისთვის, რაც ქართველ გულშემატკივარს მოუტანეს და ფეხბურთის მოყვარულ ყველა ადამიანს აჩუქეს საინტერესო თამაშები. დღეს უკვე მთელმა მსოფლიომ იცის, რომ საქართველო ის ქვეყანაა, რომელიც ბოლომდე იბრძვის გამარჯვებისთვის.წინ ბევრი გამარჯვება გველოდება! საქართველო, არ გაჩერდე! “, – წერს კალაძე.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში საქართველო-ესპანეთის თამაშს გამოეხმაურა.

„მადლობა ბედნიერებისთვის, თავგანწირული ბრძოლისთვის, ღირსებისთვის, იმედისთვის, ქვეყნის და ქართული ფეხბურთის ახალი, საამაყო ისტორიისთვის!!!“,- წერს მდინარაძე.

მატჩს ასევე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც.

„მადლობა ღირსეული თამაშისთვის!“, – წერს ის.

პოსტს აქვეყნებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილიც.

„მადლობა ბიჭებო! წინ კიდევ ბევრი გამარჯვებაა! “, – წერს იგი.

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა მერვედფინალურ ეტაპზე, კიოლნში დაასრულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები