LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მადლობა ბიჭებო და იცოდეთ მადლობელი ვიქნებით ყველასი, ვინც ამ გზით ივლის…“ – ნანუკა ჟორჟოლიანი გიორგი და ლუკა ჭოხონელიძეებს

1066
ნანუკა ჟორჟოლიანი, ძმები ჭოხოები

ძმების, გიორგი და ლუკა ჭოხონელიძეების სტატუსს 12 ივნისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსის ეზოში გამართულ კონცერტზე მომხდარი ინციდენტის შესახებ ნანუკა ჟორჟოლიანი ეხმაურება.

„ნანუკას ფონდის“ დამფუძნებელი მომღერლებს აღნიშნული პოზიციისთვის სოციალურ ქსელში მადლობას უხდის:

„გუშინდელ ამბავს უპასუხოდ არ დავტოვებთ… პირველ რიგში, ბიჭებს, ვინც დღეს პატიმრობაში არიან, ჩვენი სოლიდარობა და თანადგომა“ – გიორგი და ლუკა ჭოხონელიძეები

თსუს თვითმართველობასთან ჩვენი ურთიერთიბა დასრულებულია და „თსუში ეს ჩვენი ბოლო ღონისძიებაა, ვფიქრობთ ყველასთვის გასაგებია რატომაც.“

„მადლობა ბიჭებო და იცოდეთ მადლობელი ვიქნებით ყველასი ვინც ამ გზით ივლის“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

„შორს ხელები ჩემი ოჯახიდან, დღეს ბიჭები არიან სამიზნეები, ჩვენ არავის ვუვარდებით სახლში, არც სცენაზე, არც პირად ცხოვრებაში, არც სამარცხვინო ნაბიჯებით გამოვირჩევით“ – რა მიმართვას ავრცელებს ნატო გელაშვილი

ცნობისთვის, შემთხვევა 12 ივნისს, თსუ-ის მეორე კორპუსის ეზოში მიმდინარე კონცერტის დროს მოხდა.

ამავე დროს მიმდინარეობდა საპროტესტო აქცია, რომელიც მოქალაქეებმა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული 21 წლის მათე დევიძის მხარდასაჭერად გამართეს.

სცენაზე მყოფ მომღერლებს მოქალაქეებმა მიმართეს ფრაზებით: „ჩემი მეგობარი დაიჭირეს, ოთხ წელიწად-ნახევრით ჩასვეს. გთხოვთ, ერთი სიტყვა თქვით“.

მადლობა ბიჭებო და იცოდეთ მადლობელი ვიქნებით ყველასი ვინც ამ გზით ივლის ❤️🫂

Posted by Nanuka Zhorzholiani on პარასკევი, 13 ივნისი, 2025
magti 5g