20 იანვარს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ გიორგი შოშიტაშვილი, ქსოვრელები და ინგა ხელაშვილი სტუმრობდნენ. გადაცემაში სიმღერების „წარსული“ და „შენ, ჩემო გოგო, შენ“ პრემიერა შედგა. გიორგი შოშიტაშვილმა მსმენელს კიდევ ერთი ახალი ნამუშევარიც დაუანონსა.
ვისაუბროთ სიმღერაზე „წარსული“, რომლის პრემიერაც დღეს შედგება.
ინგა: სიმღერა დაკარგულ სიყვარულს ეძღვნება. ეს სიმღერა ჩვენმა უნიჭიერესმა მეგობარმა, არაჩვეულებრივმა ქალბატონმა, ქეთი ხუციშვილმა დაწერა, მას ეკუთვნის ტექსტიც და მუსიკაც. ჩაიწერა აჩი ოშხერელთან და დიდი მადლობა მას. მე და ქეთი დიდი ხანია ვმეგობრობთ და მან ყველაფერი იცის ჩემს შესახებ, იცის ჩემი სულიერი მდგომარეობა და ზუსტად ისეთ, ჩემზე მორგებულ სიმღერებს მჩუქნის, ჩემი სულიდან და გულიდან რომ ამოდის მერე, როცა ვმღერი.
როგორც მივხვდი, ეს სიმღერა შენზე და შენს ცხოვრებაზეა.
ინგა: კი და არა მარტო, დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ადამიანის სულს შეეხება ეს სიმღერა.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
გიორგი: მზადდება ძალიან კარგი, სრულიად ახალი სიმღერა. მუსიკის და ტექსტის ავტორი ქეთი ხუციშვილია. ძალიან ლამაზი სიმღერაა, ულამაზესი მუსიკაა, ულამაზესი სიტყვებით, პირადად ჩვენთვის შეიქმნა და ძალიან მალე შედგება პრემიერა რადიო „არ დაიდარდოს“ ეთერში.
დღეს კიდევ ერთი სიმღერის, „შენ, ჩემო გოგო, შენ“ პრემიერა გვაქვს. ვის ეკუთვნის აღნიშნული სიმღერა?
გიორგი: ესეც ძალიან ძველი სიმღერაა და მართლა არ ვიცი ამ სიმღერის ავტორი. თუ ვინმემ იცის ამ სიმღერის ავტორი, ვთხოვ, შემეხმიანონ, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია ეს ჩემთვის. ჩაიწერა ზაზა გოჩიტაშვილთან „Z-Studio“-ში. მადლობა ბიჭებს ძალიან ლამაზი მუსიკის შესრულებისთვის. მოკლედ, კარგი ნამუშევარი გამოვიდა. მადლობა ჩვენს მსმენელს და ვპირდებით, რომ არასდროს არ მოაკლდებათ ლამაზი ჰანგები, რასაც ქალაქური მუსიკა ჰქვია.
ინგა ხელაშვილი – წარსული
გიორგი შოშიტაშვილი & ქსოვრელები – შენ ჩემო გოგო
გადაცემის აუდიოჩანაწერი
შავ ღვინოში – გიორგი შოშიტაშვილი & ქსოვრელები. Live
გიორგი შოშიტაშვილი, ქსოვრელები და ინგა ხელაშვილი. გადაცემა “რადიო დუეტი”. ვიდეო კოლაჟი