LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მადლობა ცოტაა, რაც შემიძლია გადაგიხადოთ ყველას, ვინც ამ დღის შექმნაზე იზრუნა“ – ნათია დევდარიანი იუბილარია

104
ნათია დევდარიანი

მომღერალი ნათია დევდარიანი დღეს იუბილარია – აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, მომღერალი სოციალურ ქსელში ემოციურ სამადლობელ მიმართვას ავრცელებს.

„27 ივლისი, ჩემი უსაყვარლესი და უძვირფასესი დღე. დღეს განსაკუთრებით მჭიდრო კავშირში ვარ სამყაროსთან, მზესთან და კეთილისმსურველ, ძვირფას ადამიანებთან, ეს ენერგია უმნიშვნელოვანესი და შეუფასებელია, სასიცოცხლო მნიშვნელობის არის ჩემთვის.

მადლობა ცოტაა, რაც შემიძლია გადაგიხადოთ ყველას, ვინც ამ დღის შექმნაზე იზრუნა. სიცოცხლეც მიყვარს და ვინც სიცოცხლეს მიმშვენიერებს, რამდენი გულწრფელი, საფერებელი სიტყვა მომიძღვენით, უშურველი სიყვარული გამომიგზავნეთ. ყველას გაფასებთ და გეფერებით, ათასობით დამებრუნებინოს სიყვარულიც და სიხარულიც. ბედნიერები იყავით ყველა, მე თქვენ ძალიან მიყვარხართ“, – წერს ნათია დევდარიანი სოციალურ ქსელში.

ვიდეო: „შემიყვარდა ერთი ბიჭი, პაწაწინა…“ – ნათია დევდარიანისა და დათო ლონდარიძის დუეტი

„შენ ყოველივე დღეს მიბედნიერებ და მჯერა, რომ ეს ბედნიერება არასოდეს დასრულდება“ – დათო ლონდარიძის გულთბილი მილოცვა იუბილარ მეუღლეს, ნათია დევდარიანს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები