LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მადლობა ექიმებს“ – სამეფო ტახტის პატარა მემკვიდრეები  მადლიერების ტაშს შეუერთდნენ (ვიდეო)

218
prncpnrcss

ყოველდღიურად სოციალურ ქსელში ფლეშმობები ვრცელდება, რომელიც კორონავირუსის წინააღმდეგ არის მიმართული. ერთ-ერთ ასეთ ფლეშმობში კენსინგტონის სასახლეც ჩაერთო და ამჯერად მოწინავე პოზიციაზე პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის შვილები გამოიყვანა. 6 წლის ჯორჯმა, 4 წლის შარლოტამ და 2 წლის ლუიმ ექიმებისადმი მადლირების ტაშის მსოფლიო აქციაში მიიღეს მონაწილეობა.

ვიდეო კენსინგტონის სასახლის ოფიციალურ გვერდზე განთავსდა, სადაც სამეფო ტახტის მემკვიდრეები ექიმებს ტაშს უკრავენ:

„მადლობა ექიმებს, მედდებს, სანიტრებს, ფარმაცევტებს, მედპერსონალს და ყველა მოხალისეს, ამ დიდი საქმისთვის“ – ნათქვამია განცხადებაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g