თურქ მსახიობს, ჰალილ იბრაჰიმ ჯეიჰანს ქართველების ნაწილი კარგად იცნობს. ჰალილი თურქულ სერიალში “სხვისი შვილი” მთავარ როლს თამაშობს და ნანა სტამბოლიშვილს უწევს პარტნიორობას. მსახიობი ახლა საქართველოში, კონკრეტულად კი ბათუმში იმყოფება.
ინსტაგრამზე გულშემატკივარს ბათუმში გადაღებულ ფოტოები გაუზიარა და დაწერა, რომ ბათუმის კულტურის სამინისტროს მიწვევით იმყოფება.
„მაია ხაჯიშვილის მიწვევით შევიკრიბეთ. სასიამოვნო და პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა სამომავლო თანამშრომლობის შესახებ. მადლობა ასეთი კეთილი დახვედრისთვის”, – წერს მსახიობი.