მომღერალი მარიამ ელიეშვილი, მეუღლესთან ბიზნესმენ გიორგი მჭედლიშვილთან ერთად დაესწრო ნიუ ჯერსიში გამართულ UFC 316-ზე სუპერმსუბუქი დივიზიონის ბრძოლას, სადაც მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი შონ ო’მალი დაამარცხა.
„მადლობა მერაბ ამ ემოციებისთვის, ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთხელ გახარებისთვის. მეამაყება, რომ ქართველი ვარ. წარმატებები ყველა ღირსეულ ქართველს“, – წერს მარიამი და ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ასახულია, რა ხდებოდა დარბაზში მერაბის გამარჯვების შემდეგ.
„ჩემი ქვეყანა მოტივაციას მაძლევს, საქართველო, მიყვარხარ“ – მერაბ დვალიშვილი