რადიოს „არ დაიდარდო“ მხიარული დილის სტუმარი მომღერალი თაზო ჯანაშვილი გახლდათ. მომღერალმა მსმენელს ახალი სიმღერა „შენ შორსა ხარ“ წარუდგინა.
-თაზო, დღეს გვაქვს სიმღერის პრემიერა, რომელსაც ჰქვია „შენ შორსა ხარ“. მოგვიყევი სიმღერის შესახებ…
-ეს სიმღერა დაახლოებით 2 წლის წინ ჩაიწერა. სიმღერა ეკუთვნის ოთარ რამიშვილს. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონი ოთარის შვილს, მიხეილ რამიშვილს, რომ მანდო ეს სიმღერა. მარიამ ქაცარავასთან „My studio”-ში ჩაიწერა ეს სიმღერა. გიტარას ხვიჩა მაღლაკელიძე უკრავს. ასევე, დიდი მადლობა მარიამს, ხვიჩას და რადიოს „არ დაიდარდო“, რომ მომეცა შესაძლებლობა თქვენს ეთერში გაჟღერებულიყო ეს ნამუშევარი.
-ახალ სიმღერაზე თუ დაიწყე უკვე მუშაობა?
-წინასწარ არ მინდა საუბარი. არ გავითვალო (იცინის). არის ერთი სიმღერა, რომელზეც ახლა ვმუშაობ და ძალიან მალე იქნება მზად.
თაზო ჯანაშვილი – შენ შორსა ხარ
გადაცემის აუდიოჩანაწერი