8 მაისს 20:00 საათზე სსიპ აფხაზეთის ა/რ პროფესიული სახელმწიფო ინტეგრირებული თეატრი „აზდაკის ბაღი“ ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში მართავს სპექტაკლის „მადლობა, მიყვარხარ, მაპატიე“ პრემიერას.
სპექტაკლი ალეგორიული ნარატივის მეშვეობით მოგვითხრობს ადამიანობაზე, თანაარსებობასა და განსხვავებულობის მიღების მნიშვნელობაზე. სცენარის მიხედვით, დედამიწელები შემთხვევითი ექსპერიმენტის შედეგად აღმოჩნდებიან უცნობ პლანეტაზე, სადაც ბინადრები სრულ ჰარმონიაში ცხოვრობენ. თუმცა, მათ სამყაროში მოხვედრილი დედამიწელები ამ ჰარმონიას საკუთარი სევდით არღვევენ. ისინი ერთიანდებიან და ცდილობენ გამოსავლის პოვნას, რის შედეგადაც გასაღებს სწორედ ჯადოსნურ სიტყვებში პოულობენ – „მადლობა, მიყვარხარ, მაპატიე”.
სპექტაკლი აერთიანებს 21 მსახიობს, მათ შორის 14 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირსა და 7 მოწვეულ მსახიობს.
შემოქმედებითი ჯგუფი:
იდეის ავტორი და რეჟისორი – ივანე (ბაჩო) გაბრუაშვილი
პიესის ავტორი- თეკლა ზაქარაძე
კომპოზიტორი – თამარ ჟორდანია
ქორეოგრაფი – სალომე ფილიშვილი
მხატვარი – ლელა ჭელიძე
მონაწილეები:
ბაჩო ჩაჩიბაია (შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრი), მაშო ჩაჩიბაია, გიორგი ტატიშვილი, მანანა ტატიშვილი (ვ. აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრი), მარინე ჯოხაძე (ვ. აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრი), მარიამ თოფურია, ლევან აფხაიძე, მარიამ ლომიძე, ლევანი გოცაძე, ნოდარ ხუბულოვი, მიკი ნიშნიანიძე, გიგო შიუკაშვილი, მარიამ ბერიკელაშვილი, ალექსანდრე კუპატაძე, სალომე მათიაშვილი, სესილი ღვინჯილია, დიანა დიმიტრაძე, მარიამ ხარძიანი, ლიკა დუაძე, თაკო ღვინიაშვილი, საბა ჭოტაშვილი







