საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
მისი თქმით, ევროპა ქართველი ხალხის არჩევანია.
„საქართველოს ვერ ექნება ევროპულ გზაზე წინსვლის იმედი, თუ მშვიდობიან დემონსტრაციებს ძალის არაპროპორციული გამოყენებით ახშობენ, თუ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს, ოპოზიციური პარტიების წევრებს ავიწროებენ, თუ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას არ იცავენ“ – ემანუელ მაკრონი ქართველ ხალხს მიმართავს
ემანუელ მაკრონი ქართველ ხალხს მიმართავს და აცხადებს, რომ საფრანგეთი დგას ქართველი ხალხის ევროპული და დემოკრატიული მისწრაფებების მხარდასაჭერად.
“ბატონო პრეზიდენტო, მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის. ევროპა თავისუფალი არჩევანია ქართველი ხალხის, რომელსაც “ქართული ოცნების” ლიდერებისთვის მანდატი არ მიუცია შეტრიალებისთვი! მადლობა, ქართველი ხალხი არ დაუშვებს, რომ დააშინონ,” – წერს ზურაბიშვილი.