მსახიობ გიორგი ყიფშიძისა და მოდელ კრისტი ყიფშიძის ქალიშვილმა, ნატალია ყიფშიძემ უნივერსიტეტი დაამთავრა.
ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლის შესახებ ნატალია ყიფშიძე ფეისბუკ-მეგობრებს ემოციებს უზიარებს.
„ოფიციალურად კურსდამთავრებული! ? დავამთავრე ბაკალავრის ხარისხი ციფრულ მედიასა და კომუნიკაციებში. ბედნიერი ვარ და მიხარია. მადლობა პირველ რიგში ჩემს მთავარ ძალასა და მოტივატორს, დედიკოს, რომელიც გვერდში მიდგას ცხოვრების ყოველ ეტაპზე. მადლობა ჩვენ საოცარ ლექტორებს, რომლებმაც სასწავლო მასალის გარდა საკუთარი გამოცდილებების გაზიარებით იმაზე მეტი ცოდნა მოგვცეს, ვიდრე წარმოგვედგინა.
ჩემი ცხოვრების ეს კონკრეტული თავი დღეს დასრულდა და სულმოუთქმელად ველოდები ახალ გამოწვევებს“, – წერს ნატალია ყიფშიძე სოციალურ ქსელში.
Officially an alumna! ? I have completed my bachelor’s degree in Digital Media and Communications ? ბედნიერი ვარ და…
Posted by Natalia Kipshidze on Wednesday, July 5, 2023
შვილის უნივერსიტეტის დამთავრებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა გიორგი ყიფშიძეც, მან ნატალიასთან ერთად გადაღებული ვიდეო გაგვიზიარა, სადაც მას გულთბილად ულოცავს.
„ჩემმა შვილმა უნივერსიტეტი დაამთავრა. ვულოცავ, რა ბედნიერი დღეა”, – ამბობს გიორგი.
„ჩემმა შვილმა უნივერსიტეტი დაამთავრა…ვულოცავ” – გიორგი ყიფშიძე ვიდეოს გვიზიარებს