LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მადლობა პრეზიდენტ სააკაშვილს ნდობისთვის, ეს მაძლიერებს… გასაგებია, რატომ ხდება „ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივად ივანიშვილის სამიზნე, რადგან ჩვენი პარტიაა რეჟიმთან წინააღმდეგობის მთავარი ფლაგმანი“ – თინა ბოკუჩავა

158
თინა ბოკუჩავა და მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც „ე.წ. ხელისუფლებას ძალიან უნდა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას ჩამოცილება და მოუწოდებს პარტიის ყველა წევრს, არ აჰყვნენ ქოცურ მაქინაციებს“, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ეხმაურება და მადლობას უხდის ნდობისთვის, რადგან ეს მას აძლიერებს.

როგორც ბოკუჩავა წერს, „ნაციონალური მოძრაობა“ არის პარტია, რომელიც „ივანიშვილის რუსულ რეჟიმთან წინააღმდეგობის მთავარი ფრონტი და ფლაგმანია“.

„მადლობა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ნდობისთვის – პრეზიდენტის ამგვარი მხარდაჭერა მაძლიერებს მეც და მთელ პარტიას. სრულიად გასაგებია, რატომ ხდება „ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივად ივანიშვილის სამიზნე, რადგან სწორედ ჩვენი პარტია, სწორედ მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა რიგითი წევრი და მხარდამჭერი არის ივანიშვილის რუსულ რეჟიმთან წინააღმდეგობის მთავარი ფრონტი და ფლაგმანი. ასე იქნება საბოლოო გამარჯვებამდე“, – წერს ბოკუჩავა.

magti 5g