მორაგბემ, რაგბის კავშირის პრეზიდენტმა დავით კაჭარავამ ლაშა დვალიშვილის გადაცემაში „ჩემპიონები“ რაგბიში მის პირველ ნაბიჯებზე ისაუბრა.
მისი თქმით, როდესაც თამაში დაიწყო, რაგბის ბურთიც არ ჰქონდა ნანახი.
„ჩემი პირველი ვარჯიში ასფალტის სარბენ ბილიკებზე შედგა. ჩემი ასაკის სხვა ბავშვი არ იყო, მაგრამ მომეწონა ის სიტუაცია, რაც იქ დამხვდა. მიმიზიდა ორთაბრძოლამ, მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ ვიცოდი რაგბის წესები,“ – ამბობს კაჭარავა.
დავით კაჭარავა წლებია დაქორწინებულია ცნობილ ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილზე. მეუღლეზე საუბრისას ყოფილი მორაგბე ამბობს:
„მოედანზე ხარ, თუ პრეზიდენტის რანგში, ოჯახს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. იცით, ბევრი ბავშვია ჩვენს სახლში და ამით დადებითად ვიტვირთები. ტვინის გადართვა აუცილებელია, მხოლოდ საქმის გარშემო ვერ იქნები კონცენტრირებული. ქეთის როლი და მხარდაჭერა ნებისმიერ სიტუაციაში მნიშვნელოვანია. მადლობა ქეთის და ღმერთს ყველაფრისთვის. მე ბედნიერი ადამიანი ვარ, საქმეში და სპორტში იმ საქმის გარშემო ვარ, რაც მიყვარს, წარმატებული ვარ თუ წარუმატებელი, სხვამ განსაჯოს. ოჯახში ბედნიერი ვარ, ბევრი ბავშვები გვყავს, ხან ღიმილია, ხან ტირილი, მაგრამ ბედნიერი ვარ ამ ყველაფრით“, – განაცხადა დავით კაჭარავამ.
შეგახსენებთ, დავით კაჭარავას და ქეთი ხატიაშვილს ორი საერთო შვილი ჰყავთ.
