ინგლისში მოღვაწე ქართველ მომღერალს, ქეთი მელუას ბაბუა გარდაეცვალა.
მომღერალი სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს, ბაბუასთან დაკავშირებულ ისტორიებს იხსენებს, მასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და მას საჯაროდ, ემოციური სტატუსით ემშვიდობება:
ამირან მელუა, ბაბუა, ეს ფოტო ჩვენ მიერ ერთად გატარებულ უკანასკნელ, საუკეთესო ზაფხულს, ბათუმშია გადაღებული. დილა იწყებოდა წიგნით – სხვადასხვა რელიგიის ისტორიით – და იმ დღეს, როდესაც სანაპიროზე მივდიოდით, ყველა ნაცნობს, რომელიც გზაზე შეხვდებოდი, ამ წიგნის რომელიმე ნაწყვეტს უკითხავდი.
შენი მოწოდება ცხოვრებაში, რაც მე გავჩნდი, იყო ადამიანების დაპურება და საუკეთესო მასპინძლობა. ეს მე 8 წლის ასაკში მაბედნიერებდა, 17 წლის ასაკში მაკვირვებდა, შემდეგ კი, 20 წლის ასაკში, როდესაც შენი კულინარიის ოთხი დიპლომის შესახებ გავიგე, ყველაფერი უფრო გასაგები გახდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა უკვე საკმაოდ დიდი ვიყავი, რომ გადასახლებაში, შიმშილობის ამბებზე გამეგო.
შენ იყავი ერთ-ერთი ყველაზე სპორტული ადამიანი – დილით, ადრე, ველოსიპედით სეირნობდი 60-70 წლის ასაკშიც კი. შენი იუმორის გრძნობა – ხუმრობის სიყვარული, ან როგორც ჩვენ ვუწოდებთ, შაყირი – ნამდვილად შეუდარებელი იყო.
მადლობა, რომ ყველაზე საუკეთესო ბაბუა იყავი. მშვიდად განისვენე“, – წერს ქეთი მელუა სოციალურ ქსელში და ბაბუასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.
ფოტო: ,,ოჯახური მოგზაურობა საქართველოს შორეულ მთებში” – ქეთი მელუა კადრებს გვიზიარებს
Amiran Melua, Babu, here you are in the last good summer we had together. This was taken in Batumi. The morning began…
Posted by Katie Melua on შაბათი, 11 იანვარი, 2025