საქართველოს ეროვნული ნაკრები სადებიუტო ევროპის ჩემპიონატიდან სამშობლოში დაბრუნდა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფეხბურთელებს დილიდან ქომაგები ელოდებოდნენ.
ფეხბურთელებს, აეროპორტში, გულშემატკივრები განსაკუთრებული ოვაციებით დახვდნენ.
ეროვნული ნაკრების ავტობუსი მათ აეროპორტიდან მსვლელობით გააცილეს.
„მადლობა“, „საქართველო“ – სკანდირებდნენ ისინი.
ცნობისთვის, საღამოს, 22:00 საათზე თავისუფლების მოედანზე ნაკრების დახვედრის მთავრობის მიერ დაანონსებული ღონისძიება გაიმართება.
შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა თავის პირველ ევროპის ჩემპიონატში ასპარეზობა ესპანეთის წინააღმდეგ მერვედფინალურ ეტაპზე დაასრულა. ესპანეთის ნაკრებმა საქართველოს ნაკრებს სძლია და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა. ნაკრებებს შორის შეხვედრა 4:1 დასრულდა.