LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მადლობა უფალო, მადლობა საქართველო! მადლობა ლაშა-გიორგი ბრძოლისთვის, თავდადებისთვის, სიხარულისთვის!“ – ლაშა ბექაურის დედის ემოციური მიმართვა

215
ლაშა ბექაური

31 ივლისს, პარიზის ოლიმპიადაზე, ძიუდოისტ ლაშა ბექაურის ტრიუმფალური ასპარეზობა და საქართველოსთვის მოპოვებული პირველი ოქროს მედალი, მთელმა ქვეყანამ იზეიმა.

ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია

მთელი დღის განმავლობაში, სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება კადრები, რომელიც ლაშა ბექაურის გამარჯვებას ასახავს.

აღსანიშნავია ჟესტი, რომლითაც აღნიშნა გამარჯვება თავად სპორტსმენმა – საკუთარი გულშემატკივრისკენ შებრუნებული ხელებგაშლილი, მუხლმოდრეკილი ლაშა ბექაური.

ვიდეო: ლაშა ბექაურის ემოციური შეხვედრა მშობლებთან ოლიმპიური ჩემპიონობის მოპოვების შემდეგ

აღნიშნულ კადრებს სოციალურ ქსელში ეხმიანება თავად ლაშა ბექაურის დედა და წერს:

„მადლობა უფალო. მადლობა საქართველო. მადლობა ლაშა-გიორგი ბრძოლისთვის, თავდადებისთვის, სიხარულისთვის, მიყვარხართ ადამიანებო“, – წერს ვიკა წიკლაური.

მადლობა უფალო🙏🏻მადლობა საქართველო🙏🏻🇬🇪მადლობა ლაშა-გიორგი ბრძოლისთვის,თავდადებისთვის,სიხარულისთვის🥹🫶🥰მიყვარხართ ადამიანებოოოო🫶🇬🇪

Posted by Vika Tsiklauri on ხუთშაბათი, 01 აგვისტო, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g