LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მადლობა უფალს, რომ დედობა განმაცდევინა!.. უშვილოდ ყოფნის 10 წელი ცოტა არ არის…“ – დუეტ „ლეონის“ წყვილი შვილებს ერთად უვლის

249
page

ნინი კენჭიაშვილსა და ლევან წვერავას ახლახან მეორე შვილი, იესე შეეძინათ. პირველი ვაჟი, ნოე ინესემინაციით გაუჩნდათ, მეორე კი ინ ვიტრო განაყოფიერებით.

ნინი დედობის სიხარულსა და ემოციებზე ჟურნალ „სარკეს“ ესაუბრება:

„სიტყვებით გადმოცემა რთულია. მადლობა უფალს, რომ დედობა განმაცდევინა…

უშვილოდ ყოფნის 10 წელი ცოტა არ არის. ჩვენმა სიყვარულმა შეძლო აქამდე მოსვლა. ხშირად სიყვარული ვერ უძლებს იმას, რომ ამდენი წელი შვილი არ ჰყავთ და შორდებიან. მართლა დიდი გამძლეობა სჭირდება ამას.

ლევანი ყველაფერშია ჩართული. იესეს ღამე პამპერსებსაც უცვლის. ერთად ვაკეთებთ ყველაფერს. სტუდიაშიც, მუშაობის დროსაც და შვილების აღზრდაშიც. მოკლედ, ლევანი სასწაული მამაა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები