LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მადლობა უფალს შენი დაბადებისთვის, შენი სახელი, ბექა, ჩემს ჩამობინდულ ეზო-კარზე კიდევ გახმიანდება… მომიტევე, შვილო, თუ თვით შენს სახელზე – საუბარი ტკივილისა და ცრემლის გარეშე ვერ შევძელი“ – ტარიელ ხარხელაურის ემოციური მიმართვა შვილის მოსახელე იუბილარ შვილიშვილს

207
ტარიელ ხარხელაური

პოეტი ტარიელ ხარხელაური იუბილარ შვილიშვილს, ბექას, რომელიც მისი გარდაცვლილი შვილის მოსახელეა, ემოციურ ტექსტს უძღვნის.

პატარა შვილიშვილისადმი პაპის ემოციურ დანაბარებს ტარიელ ხარხელაურის შვილი, გვანცა ხარხელაური სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

„ჩემო საყვარელო შვილო! მინდა, მადლობა გადაგიხადო საოცარი მამაშვილობისთვის, დრომ ყველაფრის გაფერმკრთალება შეძლო, მაგრამ მადლს მამაშვილობისას, ჯერ კიდევ, ვერაფერი მოუხერხა, ვერც ჩამოშლის ვიდრე შენნაირი შვილები დადიან“ – ტარიელ ხარხელაური ქალიშვილს დაბადების დღეს ემოციურად ულოცავს

„ჩემო ბექა! ჩემო პატარა კაცო!

დღეს შენი დაბადების დღეა… ნუ მომთხოვ და ვერც იქნება დღევანდელი მოლოცვა შენი შესაფერისი, დღევანდელობა არ იძლევა ამის გასაქანს… გული, ფიქრი და გონება საამისოდ ვერ მოვმართე.

მომიტევე, შვილო, თუ თვით შენს სახელზე – საუბარი ტკივილისა და ცრემლის გარეშე ვერ შევძელი…

მადლობა უფალს შენი დაბადებისთვის…შენი სახელი, ბექა, ჩემს ჩამობინდულ ეზო-კარზე კიდევ გახმიანდება. ახლა კი რთული და სახიფათო გზა გაქვს გასავლელი. წუთისოფელი არაა მოწადინებული იმისათვის, რომ შენი კუთვნილი გასავლელი გზა ვარდ-ყვავილებით მოგირთოს. დიდად არც ხალიჩების დასაფენად გამოიდებს თავს. ერთიც და მეორეც შენი ცხოვრების წესით უნდა მოიპოვო.

შენ დაიბადე იმ ქვეყანაში, იმ ხალხის შვილად, რომლის ბადალიც დედამიწის ზურგზე არ მოიპოვება; იმ ქვეყანაში, რომელიც წრფელი და უანგარო მეგობრებისა თუ გულშემატკივრების ნაკლებობას მუდმივად განიცდიდა. ალბათ, სწორედ ეს უნდა ჩავთვალოთ მიზეზად ჩვენი დაქუცმაცებისა და დათითოკაცებისა. არ მინდა, შვილო, შენ და შენმა თაობამ ასეთ საშოვარზე თვალდახარბებულ საქართველოში იცხოვროს. განა არ ვიცი, დრო გვჭირდება, დრო ერთმანეთის შენდობისათვის, დრო სამშობლოს გაუცხოებისაგან თავდაღწევისათვის. განა დაბადების დღეს არ უნდა გილოცავდე?! ეს გულის მოოხებას უფრო ჰგავს. საკუთარი ტკივილიდან ვერ გაქცევას, საკუთარი სამშობლოს მომავალში ვერ გარკვევას…

ვისურვებდი შენ და შენს თაობას თავის შვილებთან და შვილიშვილებთან დაბადების დღის მოლოცვის ეს ტკივილიანი ფონი აღარ გასდევდეს. იმისათვის კი, რომ თქვენს შვილებსა და შვილიშვილებს, დაბადების დღის ამნაირად მოლოცვა არ დაგჭირდეთ, შენ და რატის თაობას ამ ორ სტრიქონს დაგიტოვებთ…

„ნუ მისცემთ ნებას ყველა უცხოელს, თქვენი ქვეყნისთვის ავის კადრებას,

სამშობლოს იმედს ნუ გაუცრუებთ, არ გთხოვთ გმირობას, არც თავდადებას…

ესაა დანაბარები პაპისა… ტარიელ ხარხელაური“, – მიმართავს პოეტი ტარიელ ხარხელაური შვილიშვილს.

ჩემო ბექა! ჩემო პატარა კაცო! დღეს შენი დაბადების დღეა… ნუ მომთხოვ და ვერც იქნება დღევანდელი მოლოცვა შენი შესაფერისი,…

Posted by გვანცა ხარხელაური on ხუთშაბათი, 15 მაისი, 2025
✍️ „მწყემსობაში შევეჩვიე მუხლზე ლექსის წერას… მუხლზე დაწერილი ლექსი არის გემრიელი ლექსი“

✍️ „მწყემსობაში შევეჩვიე მუხლზე ლექსის წერას… ასე მგონია, მუხლზე დაწერილი ლექსი არის გემრიელი ლექსი“ 💭 „ფიქრის გარდა, შენი შინაგანი სამყაროს სისუფთავე გჭირდება, გული არ უნდა მიაჩვიო, რომ ზიზღი და სიძულვილი დაიგროვოს“ ❤️ „ტკივილმა უზარმაზარი სიყვარული მომიტანა, სხვანაირი ცხოვრება დავიწყე“ 📖 „ჩემზე ბედნიერი კაცი არ არის, როდესაც მეტროს ვაგონში შევდივარ და ვხედავ, პატარა გოგოებს გადაშლილი წიგნი უდევთ და კითხულობენ“ 🔻 ტარიელ ხარხელაური პოეზიასა და მთაში ცხოვრების ყოველდღიურობაზე #ფორტუნასთორი #fortunage

Posted by Radio Fortuna FM 106,9 on პარასკევი, 07 ივნისი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g