LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მადლობა ყველა ადამიანს, რომლის დამსახურებაცაა ამ ფონდის არსებობა.. ეს ფონდი თუ რამეს აკეთებს, მხოლოდ თქვენი დამსახურებით“ – ნანუკა ჟორჟოლიანი ქველმოქმედ ადამიანებს მიმართავს

132
2025-03-11_09-38-52_648813

ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მადლობას უხდის კონკრეტულ პირებს, ადამიანების ჯგუფს და ორგანიზაციებს, რომლებიც ფინანსური მხარდაჭერით დაეხმარნენ ფონდის საქმიანობას.

George Bachiashvili -ახლა ვნახე შენი ჩარიცხვა ფონდში და მილიონი მადლობა შენს საგიჟეთში რომ არ დაგავიწყდა.

30.000 ლარი ჩაირიცხა გიორგისგან ფონდის ანგარიშზე. როდესმე დავარღვევ დადებულ პირობას და საჯაროდ დავწერ რამდენი ჩუმი სიკეთე გაგიკეთებია.

მადლობა RESCHOOL თქვენი შენატანისთვის ფონდში. გარდა იმისა, რომ საოცარ საქმეს აკეთებთ, სოციალურ პასუხისმგებლობასაც არ ივიწყებთ.

Nikoloz Gamkrelidze – უღრმესი მადლობა. ახლა ვნახე თქვენი შენატანი ფონდში.

Tea Darchia -ჩემო სიყვარულო, მილიონი მადლობა! შენს პატარა სტუდიას ეს ტვირთიც რომ ააწევინე. სტუდიიდან გურიის ანგარიშზე ჩარიცხულია 4.000.

მადლობა ხათუნა ხვიჩიას რომელიც არც კი ვიცი ვინ არის, მაგრამ ყოფილა ჩვენი ერთგული შემომწირველი.

Marine Dzagnidze -მივიღეთ ამერიკელი ემიგრანტების გზავნილი 3.000$. გვიყვარხართ.

სიას გავაგრძელებ შემდეგ დღეებში და მადლობა ხალხს! ყველა ადამიანს, რომლის დამსახურებაცაა ამ ფონდის არსებობა.

ყველა ლარის შემომწირველს.

ეს ფონდი თუ რამეს აკეთებს, მხოლოდ თქვენი დამსახურებით“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g