LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მადლობა ყველაფრისთვის ლეგენდა…ბევრი რამ ვისწავლე მისგან, და გვერდში მედგა მაშინ, როცა ყველაზე რთული პერიოდი მქონდა კარიერაში…“ – მამარდაშვილი გიორგი ლორიას ემოციურ პოსტს უძღვნის

117
მამრდაშვილი, ლორია

ეროვნული გუნდის მეკარის გიორგი ლორიას მიერ სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ გაკეთებულ განცხადებას გიორგი მამარდაშვილი ემოციური პოსტით ეხმაურება სოციალურ ქსელში.

„მეკარე, რომელმაც 17 წლის განმავლობაში იცავდა საქართველოს ნაკრების კარს.

ლორი ყოველთვის იყო პროფესიონალიზმისა და თავდადების მაგალითი ყველასთვის — და ჩემთვის კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობის მქონე ადამიანი.

ბევრი რამ ვისწავლე მისგან, და გვერდში მედგა მაშინ, როცა ყველაზე რთული პერიოდი მქონდა კარიერაში.

@loriagiorgi77 მადლობა ყველაფრისთვის — ისიამოვნე დღევანდელი დღით, ამ თამაშით და იმ ემოციებით, რაც სრულად დაიმსახურე“, – წერს გიორგი მამარდაშვილი.

მეკარე, რომელმაც 17 წლის განმავლობაში იცავდა საქართველოს ნაკრების კარს. ლორი ყოველთვის იყო პროფესიონალიზმისა და…

Posted by Giorgi Mamardashvili on ოთხშაბათი, 04 ივნისი, 2025

ცნობისთვის, „დინამო არენაზე“ ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე ეროვნული გუნდის მეკარე გიორგი ლორია იმყოფებოდა და სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა.

„17 წელი ცოტა არაა. ბოლო თამაშს ჩავატარებ ჩვენი ქვეყნის ნაკრების ფორმით. განსაკუთრებული მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს გვერდით იდგა, ჩემს ოჯახს, მეგობრებს, მწვრთნელებს. როდესაც დებიუტი მქონდა, ალექსანდრე იაშვილი მაშინ ნაკრების ფეხბურთელი იყო.

მადლობა ნაკრების სტაფს, მთელ პერსონალს. ისინი ქმნიან გუნდს, რომელიც გულშემატკივრებს ახარებს. გულშემატკივრის თანადგომას კი განსაკუთრებით ვგრძნობდი. მახსოვს, ესპანეთთან რომ ვითამაშე, 55 ათასი ადამიანი როგორ სკანდირებდა ჩემს გვარს. განსაკუთრებული მადლობა ჩემს მშობლებს, რომლებიც ახლა, სამწუხაროდ, ჩემ გვერდით არ არიან.

საქართველოს ნაკრების მაისურის ტარება ​ჩემთვის პატივი იყო, ჩემი ბავშვობის ოცნება. ნაკრებში კარიერას სუფთა გულით ვამთავრებ. მადლიერი ვარ, რომ ამ გუნდში თამაშის საშუალება მომეცა. დავრჩები ქართული ფეხბურთის სამსახურში, მადლობა, საქართველო.

მინდა, ხვიჩა კვარაცხელიას წარმატება მივულოცო. ხვიჩა ჩვენთვის მაგალითია, თუ რას შეიძლება მიაღწიოს ფეხბურთელმა. ახალგაზრდებს ვურჩევ, იშრომონ და ფეხბურთის ერთგულები დარჩნენ“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g