კიანუ რივზის შეყვარებულმა, ალექსანდრა გრანტმა „ინსტაგრამზე“ ახალი ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ის და რივზი არიზონაში, მხატვარ ჯეიმს ტურელის სტუდიაში იმყოფებიან. კადრში ის და კიანუ ერთმანეთს კოცნიან.
„ეს ნამდვილი ფოტოა, უბრალოდ კოცნაა და არა ნიშნობის ამსახველი სურათი. კარგი ამბები დღესდღეობით ძალიან გვჭირდება, მაგრამ ეს მაინც ყალბი ამბავია, ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ. მადლობა ყველას, ვინც ქორწილი მოგვილოცა.
მაგრამ… არ დავქორწინებულვართ“, – წერს გრანტი.
ცნობისთვის, გასულ კვირას დასავლური მედია წყვილის ფარული ქორწინების შესახებ ალაპარაკდა. წყაროს ცნობით, წყვილის საქორწინო ცერემონია ევროპაში მოგზაურობის დროს შედგა, რომელსაც მსახიობისა და მხატვრის მხოლოდ ყველაზე ახლო მეგობრები ესწრებოდნენ. თუმცა აღნიშნული ინფორმაცია მალევე მათმა წარმომადგენელმა უარყო.
კიანუ რივზი გაბედნიერდა – მსახიობი ალექსანდრა გრანტზე დაქორწინდა – ქორწილის დეტალები ცნობილია
შედგა თუ არა ფარული ქორწინება – კიანუ რივზის წარმომადგენელი წყვილზე ინფორმაციას ავრცელებს
შეგახსენებთ, კიანუმ და ალექსანდრამ ერთმანეთი ჯერ კიდევ 2011 წელს გაიცნეს, როცა გრანტმა რივზის წიგნისთვის „Oda to Happiness“ ილუსტრაციები შექმნა. რამდენიმე წლის განმავლობაში ისინი მეგობრობდნენ. 2018 წელს კი მათ შორის სიყვარულის ნაპერწკალმა იფეთქა.
