LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მადლობას გიხდით, რომ ჩემს ევროვიზიაზე წარდგენას განიხილავთ“ – რას წერს ბარბარა სამხარაძე

224
2025-01-29_22-34-15_664935

მადლობას გიხდით, რომ ჩემს ევროვიზიაზე წარდგენას განიხილავთ, ეს ჩემთვის დიდი პატივია,, – აღნიშნულის შესახებ მომღერალი ბარბარა სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ევროვიზიაზე გასასვლელად რესურსი და მზადყოფნა არ აქვს.

„ბევრი შეტყობინება მომდის, რასაც ძალიან ვაფასებ და მადლობას გიხდით, რომ ჩემს ევროვიზიაზე წარდგენას განიხილავთ – ეს ჩემთვის დიდი პატივია.
თუმცა, ამ ეტაპზე რესურსი არ მაქვს და არც მზადყოფნა, რომ ამ გამოწვევას ღირსეულად გავუმკლავდე.

პირობას გაძლევთ, მომავალ წელს ვიბრძოლებ იმისთვის რომ საქართველო წარვადგინო და ვიმედოვნებ, რომ შანსი მომეცემა და შევძლებ, ვიყო თქვენი ხმა.
ამჯერად კი, მთელი გულით მინდა, რომ საქართველო ნინი აირისმა წარადგინოს – მჯერა, რომ მას შეუძლია ღირსეული და გამორჩეული გამოსვლა“, – წერს ბარბარა სამხარაძე.

ვიდეო: ბარბარა სამხარაძე 14 იანვარს ახალ ინგლისურენოვან სიმღერას გამოუშვებს

ვიდეო: „ჩვენ შევეცდებით, შენ გახდე ქართველი ადელი…“ – რის ოპერაციას იკეთებს ბარბარა სამხარაძე ნანუკა ჟორჟოლიანის დახმარებით

ვიდეო: ,,ბავშვობის სურათებს ხშირად ვათვალიერებ და პატარა ბარბარას ვეუბნები – დღეს რომ ,,კალოშებით” წახვედი სკოლაში, ხვალ მოგაკითხავს მანქანა და წაგიყვანს სადაც გინდა“ – ბარბარა სამხარაძემ ბარიატრიული ოპერაცია გაიკეთა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g