აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
ბაიდენსა და ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი 40 წუთის განმავლობაში გაგრძელდა.
ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი.
,,სანქციების გაძლიერების, კონკრეტული დახმარების თავდაცვის კუთხით და ომის საწინააღმდეგო კოალიციის შესახებ ახლახან აშშ-ს პრეზიდენტთან განვიხილეთ. მადლობელი ვართ აშშ-ის უკრაინისთვის ძლიერი მხარდაჭერისთვის!“- წერს ვლადიმირ ზელენსკი საკუთარ ,,ტვიტერ“ გვერდზე.