თამარ ჩერგოლეიშვილის და გიგა ბოკერიას წყვილი მუდმივად იპყრობს საზოგადოების ყურადღებას, ძირითადად, მათი პოლიტიკური აქტივობების გამო. თუმცა, თამარა სოციალურ ქსელში, გარდა აქტუალურ საკითხზე მისი მოსაზრებებისა, საზოგადოებას ხშირად უზიარებს ხოლმე საინტერესო ფოტოებს ოჯახური არქივიდან, მათ შორის მათი საერთო ქალიშვილის ფოტოებსაც.
ახლახან თამარ ჩერგოლეიშვილმა 17 წლის წინ გადაღებული ფოტო გაუზიარა მის მეგობრებს.
„მადონა ბავშვით!
ეს ჯერ კიდევ როდის გადაკეთდა!
კესო სრულწლოვანებას უახლოვდება – 17 წლის გახდა და ამას აღვნიშნავ“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი და უამრავ მილოცვას იღებს.