მადონა რიო-დე-ჟანეიროს ერთ-ერთ გარეუბანში კულტურული ცენტრის აქტივისტების მიერ შექმნილ მთვარის ფორმის კონსტრუქციაზე ავიდა და დაუვიწყარი კადრი გადაიღო. ფოტო პოპ-დედოფალმა „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა და მას უჩვეულოსთან ერთად საქველმოქმედო დატვირთვაც აქვს,
აღნიშნული ცენტრი გაჭირვებული ოჯახების ბავშვების განათლებაზე ზრუნავს, შესაბამისად მადონასთვის ამ ფოტოს ორმაგი დატვირთვა ჰქონდა.
უკვე წლებია, მადონა აქტიურად არის დაკავებული ქველმოქმედებით. მშობლიურ მალავიში მას საქველმოქმედო ცენტრიც აქვს გახსნილი, რომელიც გაჭირვებულ ბავშვებს ეხმარება.
