LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადონა თელ-ავივში „ევროვიზიის“ ფინალზე იმღერებს (ფოტო)

301
madonatelaviv

ჭორები იმის შესახებ, რომ მადონა „ევროვიზია 2019“-ის ფინალზე იმღერებს, ოფიციალურად დადასტურდა. კონკურსის ოფიციალურ საიტზე გაჩნდა ინფორმაცია, სადაც ნათქვამია, რომ 18 მაისს, ფინალურ შოუზე მადონა იმღერებს.

ცნობილია, რომ მადონა შოუს დახურვაზე ორ სიმღერას შეასრულებს. მათ შორის 1989 წლის მეგაჰიტს, Like A Prayer და ახალ სიმღერას Future, რომელსაც რეპერთან Quavo ერთად შეასრულებს. მადონა უკვე ჩავიდა თელ-ავივში  და რეპეტიციაც გაიარა. პოპმუსიკის დედოფალი ევროვიზიაზე გამოსვლას მხოლოდ იმის გამო დათანხმდა, რომ ისრაელთან განსაკუთრებული სიყვარული აკავშირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g