პოპის დედოფალმა, მადონამ „ინსტაგრამზე“ საახალწლო ფოტოების სერია გაავრცელა, რომლებშიც მისთვის ძვირფას ადამიანებთან, შვილებთან და შეყვარებულთან ერთად, ნაძვის ხის ფონზე პოზირებს.
აღსანიშნავია, რომ ორი თვის წინ ცნობილი გახდა, რომ 66 წლის მომღერალი 28 წლის შეყვარებულს, აკიმ მორისს რამდენიმე თვიანი რომანის შემდეგ დაშორდა. თუმცა, სანდო წყაროს ინფორმაციით არტისტმა გულის სწორს ღალატი აპატია და შეურიგდა.
„მადონა იგივე პრობლემას გადააწყდა, რასაც წინა ურთიერთობებში. ეს გახლავთ დიდი ასაკობრივი სხვაობა. ისინი უბრალოდ სხვადასხვა ეპოქას მიეკუთვნებოდნენ. მადონას წინა შეყვარებულმა გული გაუტეხა და ასე მოიქცა აკიმიც. ის სხვა გოგონებს ეარშიყებოდა“, – განაცხადა ინსაიდერმა გასულ თვეს, მადონას რომანტიკული ურთიერთობებზე საუბრისას.
66 წლის მადონა 28 წლის შეყვარებულს დაშორდა – ცნობილია მიზეზი