პოპ-ვარსკვლავი მადონა თავისი რადიკალური, პოლიტიკურ-სოციალური გამოხატულებებით ცნობილია. სულ ცოტა ხნის წინ, 62 წლის არტისტი „ინსტაგრამზე“ აშშ-ს პრეზიდნეტის, დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის ამბობს, რომ საჭიროა კორონავირუსის ტესტირებების რაოდენობის შემცირება. მადონამ ტრამპს ნაცისტი და სოციოპათი უწოდა.
აღნიშნულ პოსტს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მადონას გამომწერები არტისტის პირდაპირიობითა და გამბედაობით აღფღთოვანებულები არიან.
https://www.instagram.com/p/CBwgjS7Ba5r/
შეგახსენებთ, პანდემიის დასაწყისში არტისტმა covid -19-ს „დიადი გამთანაბრებელი“ უწოდა, მოგვიანებით კი ცნობლი გახდა, რომ მადონამ კორონავირუსი თავისი ტურნეს დროს გადაიტანა.
„არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად მდიდარი და პოპულარული ხარ, COVID-19 - ეს „დიადი გამთანაბრებელია“ - აცხადებს მადონა ვიდეოში, სადაც სრულიად შიშველია
ვიდეო საკმაოდ მისტიკური გამოვიდა, არტისტი უცნაური მუსიკის ფონზე საუბრობს