მადონამ თაყვანისმცემლებს ახალი საფიქრალი გაუჩინა.
საქმე ისაა, რომ პოპის დედოფალმა ,,ინსტაგრამის” პროფილის სურათი შეცვალა და პოსტებში 9 ახალი ფოტო ატვირთა, რომელიც ერთიანად რომაულ 10-იანს კრავს.
ფანები ვარაუდობენ, რომ ინტრიგა 60 წლის შემსრულებლის ახალი საიდუმლო პროექტის ნაწილია, რომელიც ,,ნეტფლიქსთან” თანამშრომლობას გულისხმობს.
ამასთან, ქსელში აქტიურად განიხილება ის ფაქტიც, რომ შესაძლოა, ამერიკელი მომღერალი რიგით მე-14 სტუდიურ ალბომზე მუშაობას.
თუ გავითვალისწინებთ, რომ ლეგენდარულ მუსიკოსს 2015 წლის შემდეგ სიახლე არ შემოუთავაზებია, ეს უკანასკნელი მოსაზრება რეალობასთან ყველაზე ახლოა.
The queen of pop @Madonna is about to announce something huge? She posted 9 Instagram photos which turn into letter X in red, and set up new profile photo as well! #M14 pic.twitter.com/eTybEkhZmJ
— Madonna Now (@MadonnaNowMedia) April 1, 2019
აღსანიშნავია ისიც, რომ ცოტა ხნის წინ, ,,ოქროს გლობუსის” მფლობელმა არტისტმა ქსელში მალუმასთან ერთად გადაღებული სურათები ატვირთა, რომლებიც ხმისჩამწერ სტუდიაშია გადაღებული.
მადონა და მალუმა ,,ცეცხლოვან” დუეტს ამზადებენ (ფოტო)