მადონას ბავშვობის სახლი იყიდება და ახალ მფლობელს მასში 480 ათას დოლარის გადახდა მოუწევს.
ცნობილია, რომ პოპ-დედოფლის დედამ და მამინაცვალმა, დეტროიტში მდებარე სახლი 2001 წელს გაყიდეს. 2008-ში სახლი ძლიერ ხანძარს გადაურჩა, 2012 წლამდე კი, მასში არავის უცხოვრია.
ახლანდელმა მეპატრონემ სახლი მთლიანად გაარემონტა. მასში ხუთი საძინებელი და სამი აბაზანაა. სახლის საერთო ფართი დაახლოებით 250 კვადრატულ მეტრს შეადგენს.