კასეტაზე ჩაწერილი დემოვერსია მადონას ალბომიდან Like A Prayer აუქციონზეა გატანილი. ცნობილია, რომ არასანქცირებული აუქციონის ავტორი მადონას ყოფილი ასისტენტი დარლინ ლუტცია, რომელთანაც მადონას სასამართლო დავა ჰქონდა.
ამ ფაქტმა აღაშფოთა მადონას პროდიუსერი და ალბომის თანაავტორი პატრიკ ლეონარდი, რომელმაც პროტესტის ნიშნად ინტერნეტში ალბომიდნა ცნობილი ჰიტების დემო-ვერსიები უფასოდ ატვირთა. მათ შორისაა მომღერლის ჰიტები Like A Prayer და Cherish. ამით ლეონარდმა არასანქცირებული აუქციონის შეჩერება სცადა.