„მადონას გამომწვევი დეკოლტე და კულისებში, მის მკერდში ჩაფლული უცნობი მამაკაცის თავი“ – სწორედ აღნიშნული სათაურით აქვეყნებს სტატიას, ცნობილი ამერიკული ვებ გვერდი „დეილი მეილი“, თუმცა რეალობა სრულიად სხვაა.
ლეგენდარულმა მადონამ ტურნე, Madame X-ის ფარგლებში, ლონდონში, გამართულ ფინალურ კონცერტზე, საკმაოდ თამამი კორსეტი მოირგო. კულისებში კი ტრადიციულად უამრავი დამხარე პერსონალი, დიზაინერები თუ გრიომიორები ირეოდნენ.
ფოტოში ასახულია, თუ როგორ აქვს თავი უცნობ მამაკაცს, მადონას მკერდში ჩაფლული, თუმცა, ვიდეოში ალტერნატიულ რეალობას ვაწყდებით, მამაკაცი მხოლოდ და მხოლოდ კორსეტს არგებს არტისტს, ეს უბრალოდ ოპტიკური ილუზიაა.
61 წლის მომღერლის ფოტოს საზოგადების მხრიდან უკვე უამრავი რეაქცია მოჰყვა. ზოგიერთი არტისტს ახალ რომანს აბრალებს, ზოგი, მის 25 წლის „შეყვარებულს“ უსამძიმრებს, ზოგიც ლეგენდარულ არტისტს, მოღალატე, გარყვნილს უწოდებს.
კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორ იქნება „ფეიკი“ სტატია.