ყოველთვის საინტერესოა იმ ადამიანების ფოტოების დათვალიერება, რომლებიც მსოფლიო დონის ვარსკვლავები არიან. განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ამ ადამიანის ისეთი ფოტოები ვრცელდება, რომლებიც მის პოპულარობამდეა გადაღებული.
ქსელში შორეული 1983 წლის, მადონას ფოტოსესია გავრცელდა. სწორედ ამის შემდეგ მოვიდა პოპ-დედოფალთან მსოფლიო აღიარება.
ფოტოების ავტორი ერიკ კროლია, რომელიც მომავალში საკმაოდ ცნობილი სელებრითი-ფოტოგრაფი გახდა.