LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადონას პერსონა-ნონ-გრატად გამოცხადება ელოდება

130

მადონას გამოსვლა ფილიპინების დედაქალაქ მანილაში ხმაურიანი აღმოჩნდა. თავდაპირველად ადგილობრივმა არქიეპისკოპოსმა მოუწოდა მოსახლეობას, ბოიკოტი გამოეცხადებინათ კონცერტისთვის, ახლა კი მადონას ქვეყანაში პერსონა-ნონ-გრატად გამოცხადება ელოდება სახელმწიფო დროშის შეურაცხყოფის გამო.

გამოცემა Mashable-ის ინფორმაციით, კონცერტის დროს მადონამ ხელში აიღო ფილიპინების დროშა და სცენაზე აფრიალებდა, პერიოდულად მას ფეხსაც ადგამდა, ან მიწაზე დაათრევდა. ფილიპინებში ასეთი საქციელი აკრძალულია და ჯარიმით ისჯება. რადგანაც მადონა მსოფლიოში ცნობილი მომღერალია, პრეზიდენტის რეზიდენცია გამოდის ინიციატივით, აეკრძალოს მას ფილიპინებზე სტუმრობა.

6e6dbe4-620x353

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g