LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადონას ქალიშვილი ბოდიპოზიტივის გამო მკაცრად გააკრიტიკეს (ფოტო)

78

21 წლის ლურდეს ლეონი ტანსაცმლის ბრენდთან MadeMe თანამშრომლობას განაგრძობს – ამჯერად ბრენდმა Converse-თან კოლაბორაცია წარმოადგინა და სარეკლამო სახედ კვლავ მადონას ქალიშვილი შეარჩია.

ქსელში სარეკლამო კამპანიის პირველი კადრები მოხვდა, რომელიც მკვეთრ ყვითელ ფერებშია შესრულებული. ერთ-ერთ მათგანზე გოგონას ხელები მაღლა აქვს აწეული და ამ გზით ბოდიპოზიტივის მხარდაჭერას გამოხატავს. ლურდესის ამ ქცევას ინტერნეტმომხმარებლებისგან საკმაოდ ბევრი კრიტიკა მოჰყვა.

მისი გამომწერების დიდმა ნაწილმა განაცხადა, რომ ამ პოსტის შემდეგ ლურდესის „ინსტაგრამის“ გამომწერი აღარ არის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები