LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადრიდი მზადაა, ტურისტული აპარტამენტები აკრძალოს

52

მადრიდი მზადაა, ტურისტული აპარტამენტები აკრძალოს. ესპანეთის დედაქალაქის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ბინების გაქირავებასთან დაკავშირებით გარკვეული ცვლილებები მიეღო და სიახლე დასაწყისისთვის ქალაქის ცენტრალურ ნაწილში იმოქმედებს. ამიერიდან ტურისტულ აპარტამენტებს რომლებიც საცხოვრებელ კორპუსშია განთავსებული – განცალკევებული შესასვლელი უნდა ქონდეთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბაზარზე არსებული ბინების 95% უკანონო გახდება და მათ დაქირავებას მოგზაურები ვეღარ შეძლებენ. ამასთან, კანონი იმასაც ითვალისწინებს რომ ბინის მფლობელს თავისი საკუთრების გაქირავება წელიწადში მხოლოდ 90 დღის ხანგრძლივობით შეეძლება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები