LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადრიდში აჭარის ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ

101

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პოტენციალი მადრიდში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე FITUR 2018 წარადგინა.

აჭარის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გამოფენაზე, დეპარტამენტი საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ კომპანიებთან ერთად მონაწილეობდა. მათივე ცნობით, მადრიდის გამოფენა ერთ-ერთი მასშტაბური გამოფენაა მსოფლიოში, რომელსაც წელს 140 ათასზე მეტი ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის 10 000-ზე მეტი კომპანია 165 ქვეყნიდან.

”ტურიზმის ბიზნესში მოქმედი ყველა მნიშვნელოვანი ტურისტული კომპანია თუ ორგანიზაცია მთელი მსოფლიოდან მსგავს გამოფენებზეა წარმოდგენილი, რაც ჩვენთვის საუკეთესო საშუალებაა საქმიანი ურთიერთობების დასამყარებლად. შეხვედრები გვქონდა როგორც წამყვანი მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან, ასევე სარეკლამო კომპანიებთან, რომლებთანაც მიმდინარე წელს შესაძლოა ვითანამშრომლოთ რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით. საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა ასევე უმნიშვნელოვანესია ტურისტულ და ავიაკომპანიებთან ურთიერთობის თვალსაზრისით, რადგან ისინი წარმოადგენენ ტურიზმის სფეროში ძირითად საქმიან წრეებს. ამას გარდა, დღის განმავლობაში უამრავი ვიზიტორი მოდიოდა ჩვენს სტენდთან და საქართველოში მოგზაურობას გეგმავდა. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ აჭარა რაც შეიძლება მეტი ვიზიტორის ყურადღების ცენტრში მოექცეს”, – განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის პიარისა და რეკლამის განყოფილების უფროსმა ნინო ხახუბიამ.

ცნობისთვის, 2018 წელს, აჭარის პოპულარიზაციის მიზნით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი 24 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში გეგმავს მონაწილეობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g