მადრიდში სანტა კლაუსის ფორმაში გამოწყობილმა 7 ათასზე მეტმა ადამიანმა კიბოთი დაავადებულთა მხარდასაჭერად მარათონი მოაწყო.
ქალაქის ქუჩებში სანტა კლაუსებმა და მოქალაქეებმა 5 კილომეტრი ირბინეს.
მათი მიზანი ფონდ Intheos-სთვის ფულის შეგროვება იყო, რომელიც კიბოთი დაავადებულ ადამიანებს ეხმარება და მათ მედიცინის უახლესი მიღწევებით სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს. ჯამში, მარათონში 7000-მდე ადამიანი მონაწილეობდა.