მადრიდში კოქტეილების კვირეული დაიწყო. ყველაზე ალკოჰოლურ და ამავდროულად ყველაზე გემრიელ ფესტივალს ესპანეთის დედაქალაქი 28 ოქტომბრამდე უმასპინძლებს.
წლევანდელ ღონისძიებაში მონაწილეობას 100-მდე დაწესებულება იღებს და პროგრამაც საკმაოდ მრავალფეროვანი გამოვიდა. კვირეულის ფარგლებში ბარმენებისა და საინტერესო კოქტეილების მოყვარულებისთვის სპეციალური ღონისძიებები გაიმართება. დაინტერესებული პირები გემოს ახალ ტენდენციებს გაეცნობიან და რამდენიმე საიდუმლოსაც გაიგებენ.
ზოგადად, აღსანიშნავია რომ კოქტეილის კვირეულის მიზანი უმუშევრობასთან ბრძოლაა.