LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადრიდში მრავალსართულიანი შენობის ჩამონგრევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა

127
Capture

მადრიდში, მშენებარე მრავალსართულიანი შენობის ნაწილის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულია ოთხი ადამიანი.

მედიის ინფორმაციით, დაღუპულები მალიდან, გვინეიდან და ეკვადორიდან ჩასული მუშები არიან. ამასთან, დაშავდა სულ მცირე სამი ადამიანი.

ადგილობრივი მედიის ცნობით, შენობაში, რომელიც ოთხვარსკვლავიან სასტუმროდ გადაკეთებისთვის რემონტდებოდა, სავარაუდოდ, 30-40 ადამიანი მუშაობდა.

შემთხვევა გუშინ მოხდა. შენობის ჩამონგრევის მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g